01:33 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-03 11:47:03, 738 ნახვა

საზოგადოება
პროკურატურა აშშ-სა და საქართველოს შორის ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ექსტრადიციის შესახებ ორმხრივ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების გზით, საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები სამართალდამცავ და მართლმსაჯულების ორგანოებს შორის ურთიერთთანამშრომლობას უფრო მეტად აძლიერებენ, -ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების განმარტებით, 2023 წლის 31 იანვრიდან 2 თებერვლამდე საქართველოში, თბილისში გაიმართა მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის.

მათივე ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოადგენდნენ სახელმწიფო დეპარტამენტი და იუსტიციის დეპარტამენტი, ხოლო საქართველოს - იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა.

„საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს სამართალდაცვითი თანამშრომლობის მდიდარი ისტორია აქვთ, რომელიც 30 წელს ითვლის, მათ შორის, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური თაღლითობის, ორგანიზებული დანაშაულის, ფულის გათეთრების, ადამიანებით ვაჭრობისა და სხვა მძიმე დანაშაულებთან ბრძოლის თვალსაზრისით. სამართალდაცვითი თანამშრომლობის წყალობით, ორმა ქვეყანამ ჩამოაყალიბა ძლიერი პარტნიორობა და ნდობა, რაც არის შემდეგი ნაბიჯი ურთიერთობის განვითარებისთვის.

ორმხრივ ხელშეკრულებაზე მუშაობის დასრულებისა და რატიფიკაციის შემდეგ, აღნიშნული ხელშეკრულება სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას, რაც ხელს შეუწყობს დამნაშავე პირთა მართლმსაჯულების წინაშე ეფექტურად წარდგენას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics