01:33 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-02 16:30:58, 888 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია ჩინეთის ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება. 

„აღსანიშნავია, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, კიდევ უფრო გააღრმაოს სავაჭრო ურთიერთობა ჩინეთთან. სურსათის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ათვისებაზე და ამ პროცესში ვგრძნობთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერას, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. ჩინეთის ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტისათვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულია. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დროს ღვინის ექსპორტის მაჩვენებლები შემცირდა, რესურსი დიდია და იმედი გვაქვს, ამ პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას შევძლებთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა შეხვედრაზე ქართული ღვინის ხარისხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა ჩართული. საერთაშორისო გამოფენებში ქართული კომპანიების მონაწილეობის კუთხით, დიდია სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა. ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, პირადად ჩაერთოს და მიმდინარე წელს გუანჯოუსა და შანხაიში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენების გახსნაში მიიღოს მონაწილეობა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics