15:15 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-02 14:23:51, 702 ნახვა

პოლიტიკა
გრეგოროვა - არ არსებობს კონსპირაცია, რომ გვიხდის ენმ-ი ან გადაგვიბირა სააკაშვილმა - გვაღელვებს საკითხი, რადგან ადამიანი ციხეში კვდება

არ არსებობს არავითარი კონსპირაცია, რომ ჩვენ რამეს გვიხდის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ან გადაგვიბირა მიხეილ სააკაშვილმა - ასეთი რამაც მსმენია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.

გრეგოროვამ სიტყვით გამოსვლისას მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, რომ იფიქრონ იმ ქულებზე, რომლებსაც ექსპრეზიდენტის ციხეში დატოვებით დაკარგავენ.

"მიხეილ სააკაშვილის საქმე იმდენად ფარავს ყველაფერს, რომ მას თვალს ვერ ავარიდებთ. ის აჩვენებს ყველაფერს, რაზეც აქამდე ვისაუბრეთ - პრობლემებზე, რეფორმებზე, სასამართლო სისტემისადმი უნდობლობაზე, პოლარიზაციაზე, დეზინფორმაციაზე. არ არსებობს არავითარი კონსპირაცია, რომ ჩვენ რამეს გვიხდის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ან გადაგვიბირა მიხეილ სააკაშვილმა - ასეთი რამაც მსმენია. ჩვენ გვაღლევებს ეს იმიტომ, რომ ასეც უნდა იყოს. ეს არის ღრმად პოლიტიზებული საქმე - ადამიანი კვდება ციხეში. ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას, არ იფიქროს მხოლოდ პოლიტიკურ ქულებზე, რომლებიც შეიძლება ციხეში მისი დატოვებით მიიღონ, არამედ იფიქროს იმ ქულებზეც, რომლებიც შეიძლება ამით დაკარგონ იმიტომ, რომ დღეს ჩვენ მოგვიწევს ვისაუბროთ პოლიტიკურ პატიმარზე კანდიდატის სტატუსის ნაცვლად", - განაცხადა გრეგოროვამ.

ცნობისთვის, დებატები ევროპარლამენტარ ანნა ფოტიგას ინიციატივით ტარდება. 1-ელ თებერვალს, სხდომაზე ფოტიგამ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის შესახებ ყველა ინფორმირებულია. მის წინადადებას მხარი კენჭისყრაზე დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics