02:31 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-31 16:24:44, 1212 ნახვა

საზოგადოება
ხაჭაპურიძე - სააკაშვილმა რეანიმაციაში გადაყვანაზე შეთავაზება ექიმებისგან მიიღო და თანხმობა განაცხადა

რეანიმაციაში გადაყვანაზე შეთავაზება ექიმებისგან მიიღო და თანხმობა განაცხადა,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მისი მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს რეანიმაციაში, სავარაუდოდ დღეს გადაიყვანენ. მიზეზად კი სხეულის მასის ინდექსის დაკარგვა სახელდება.

"მე ვნახე სააკაშვილი, უკეთდებოდა გადასხმა, ექთანი შემოვიდა, მერე ვკითხე რა ხდება-მეთქი, თვითონ ბატონ მიხეილს და მითხრესო, რომ გადასაყვანი ხარო და მე თანხმობა განვუცხადეო და ველოდები, როდის შემომაკითხავენ და გადამიყვანენო. მან იცის, რომ დღეს გადაიყვანენ.

თვითონ კლინიკა კარგად მექცევაო, ყურადღებით მექცევიანო, გულისხმიერად - ეს მითხრა. როგორც თვითონ მითხრა, მიზეზი გახდა სხეულის მასის ინდექსი. ასე სუსტად მე არ მინახავს არასდროს, მე და ბატონი ილია ვიყავით და ის დაეხმარა მეორე ოთახში რომ გასულიყო. უჭირს კომუნიკაცია, საუბარი და გადაადგილება ",- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს რეანიმაციაში გადასაყვანად ამზადებდნენ. მისივე თქმით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარზეა. 

აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა კლინიკა "ვივამედის" დირექტორმა, ნინო ნადირაძემ. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი არ გადაუყვანიათ რეანიმაციაში და ისევ "ვივამედის" პალატაში იმყოფება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics