02:31 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-31 15:53:27, 1208 ნახვა

საზოგადოება
მერია - წყლისა და წყალარინების ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საირმის ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება

წყლისა და წყალარინების ქსელებზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საირმის ქუჩაზე, გამრეკელის ქუჩიდან საირმის ქუჩის N11-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

თბილისის მერიის ცნობით, შეზღუდვა პირველი თებერვლის 00:00 საათიდან 7 თებერვლის ჩათვლით იმოქმედებს. 

"ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება საირმის, ტანძიის, ბურძგლას,  სხირტლაძის,  მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების გამოყენებით.

ქვეითთა და საავტომობილო (გადაუდებელი დახმარების, სპეცავტომობილებისა და სხვა) გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მოძრაობას შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები დაარეგულირებენ", - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics