|
2023-01-31 13:28:17, 1023 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ხაბეიშვილზე - დარწმუნებული ვარ, მალე გააგდებენ ამ თანამდებობიდან, როგორც ნიკა მელია გააგდეს
დარწმუნებული ვარ ლევან ხაბეიშვილს, მალე გააგდებენ ამ თანამდებობიდან, როგორც ნიკა მელია გააგდეს,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების შედეგებს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას აჩვენებს, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. „ლევან ხაბეიშვილი ჩემი ფავორიტი იყო. მე ამასთან დაკავშირებით არაერთხელ მისაუბრია. შეუძლებელი იყო, ლევანს არ მოეგო, ისე მოემზადა ამ არჩევნებისთვის და ფიზიკურადაც დაეტყო. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც აჩვენებდა საზოგადოებას, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. გვახსოვს, როგორ ექცეოდა მოსახლეობას. დღეს, როდესაც ოპოზიციაში არიან ისინი, საზოგადოებას აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია“,- განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილის უკან ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი დგანან. „რეალურად ხაბეიშვილი არავინ არის. ის ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მიერ დროებით დასმული ხელქვეითია. დარწმუნებული ვარ, მალე გააგდებენ ამ თანამდებობიდან, როგორც ნიკა მელია გააგდეს. ნახეთ, ისინი როგორი ბინძური მეთოდებით ებრძოდნენ ერთმანეთს. ეს არის მათი ხელწერა. შეუძლებელია, შეიცვალონ ეს ადამიანები და ამ პარტიის სულისკვეთება. ჩვენ გვახსოვს ხელისუფლებაში მათი ყოფნის დრო რას კადრულობდნენ, ფაქტობრივად, ყველა ადამიანზე კომპრომატი ჰქონდათ. დღესაც პარტიაში საკუთარი გუნდის წევრებს წერენ. ეს გააკეთეს მელიასთან მიმართებაში. ეს მათი საქმეა. თუმცა, ცხადია, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე კეზერაშვილი-მერაბიშვილი არიან“,- დასძინა კალაძემ.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)