|
2023-01-30 15:58:29, 778 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - უკრაინაში ომი უდიდესი გამოწვევაა - საქართველოს აქვს თავისი პრობლემები, რასაც სწორი, გონივრული პოლიტიკით ვპასუხობთ
უკრაინაში ომი არის უდიდესი გამოწვევა ევროპის კონტინენტზე - ეს არის ძალიან დიდი პრობლემა მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, მსოფლიოსთვის და ასევე ჩვენი რეგიონისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, საქართველოს "თავისი პრობლემები" და გამოწვევები აქვს, რასაც ხელისუფლება "სწორი, გონივრული პოლიტიკით" პასუხობს. "რა თქმა უნდა, უკრაინაში ომი არის უდიდესი გამოწვევა დღეს ევროპის კონტინენტზე, ასეთი მასშტაბის კრიზისი არ ყოფილა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაც რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პრობლემა მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, მსოფლიოსთვის და ასევე ჩვენი რეგიონისთვის. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას აქვს თავისი პრობლემები, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, 2008 წლის ომი, რა თქმა უნდა, იყო დამანგრეველი ჩვენი ქვეყნისთვის, ამის შედეგი არის ე.წ. აღიარება ჩვენი ისტორიული ტერიტორიების, აფხაზეთის, სამაჩაბლოსი და დღემდე გრძელდება აღნიშნული ოკუპაცია, რაც ბუნებრივია ჩვენი ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა. ჩვენ ამ გამოწვევას ვპასუხობთ სწორი, გონივრული პოლიტიკით. ჩვენ მოვახერხეთ ბოლო 10 წელიწადში ის, რომ საქართველოში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება", - განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, ავსტრიის ფედერალური კანცლერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს ესტუმრა. ირაკლი ღარიბაშვილის და კარლ ნეჰამერის ერთობლივი პრესკონფერენციის გამართვამდე, მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია და ორი ქვეყნის ლიდერის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)