|
2023-01-30 13:41:03, 752 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კირთაძემ ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კირთაძემ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა. აღნიშნული განცხადება მან არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ გააკეთა. გიორგი კირთაძემ ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ პარტიაში რჩება და არსად არ მიდის. „ბუნებრივია ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს, ვულოცავ მის გუნდს გამარჯვებას და გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას. ძალიან მნშვნელოვანია ძლიერი ნაციონალური მოძრაობა, იმიტომ რომ სხვა გვარად არსებული ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოშლა, მთავარი ოპოზიცური პარტიის გარეშე ალბათ არავის წარმოუდგენია. რაც შეეხება ჩემს პერსონალურ გადაწყვეტილებას, მე ეს ადრეც ვთქვი, ნიკა მელიას დამარცხების შემთხვევაში მე ვეღარ გავაგრძელებდი ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობას, მე აღარ ვარ ბათუმის ორგანიზაციის ხელმღვანელი. მე არსად მივდივარ, ვრჩები პარტიაში და ვაგრძელებ ბრძოლას იმ იდეალებისთვის, რის გამოც ვარ ამ პარტიაში“,- განაცხადა კირთაძემ.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)