2023-01-28 16:31:37, 1332 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - შოკირებული ვარ იერუსალიმში სინაგოგასთან სროლით, ვგმობ საზარელ თავდასხმას მშვიდობიანი მომლოცველების წინააღმდეგ
შოკირებული ვარ იერუსალიმში სინაგოგასთან სროლით, ვგმობ საზარელ თავდასხმას მშვიდობიანი მომლოცველების წინააღმდეგ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ძალადობის გამართლება არ შეიძლება.
„შოკირებული ვარ იერუსალიმში სინაგოგასთან სროლით. ვგმობ ამ საზარელ თავდასხმას მშვიდობიანი მომლოცველების წინააღმდეგ. ძალადობის გამართლება არ შეიძლება. ვლოცულობ დაშავებულთა და დაღუპულთა ახლობლებისთვის“,- წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, დღეს იერუსალიმში, სინაგოგასთან სროლა იყო.
სროლის შედეგად დაიღუპა სულ მცირე, 7 ადამიანი, 3 დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,