03:07 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-27 19:18:21, 1132 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების თემაზე ერთწლიანი სასწავლო პროგრამის მესამე ეტაპი გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აშშ-ს საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით, კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების  თემაზე ერთწლიანი სასწავლო პროგრამის მესამე ეტაპი გაიმართა.

ტრენინგი კიბერდანაშაულზე პირველად რეაგირებას შეეხებოდა, რომელსაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიის ხელმძღვანელი ოვი კეროლი და ამავე ლაბორატორიის ანალიტიკოსი ბრენდონ ჩიი უძღვებოდნენ.

ტრენინგში, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, იუსტიციის სამინისტროს და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შედეგად, ტრენინგის ჩვიდმეტივე მონაწილემ კიბერინციდენტებზე პირველადი რეაგირების ექსპერტის სერტიფიკატი მიიღო.

კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების  თემაზე  ერთწლიანი სასწავლო კურსი 2023 წლის ბოლოს დასრულდება.

საქართველოს პროკურატურა თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას კიბერდანაშაულისა და ელექტრონული მტკიცებულებების მიმართულებით მომავალშიც განაგრძობს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics