|
2023-01-26 21:35:52, 1758 ნახვა
კომენტარი
ჯიშკარიანი ბრეგაძის განცხადებაზე - ეს არის ექსპერტიზაზე ზეწოლა და რეპუტაციის შელახვის მცდელობა
ეს არის ექსპერტიზაზე ზეწოლა და რეპუტაციის შელახვის მცდელობა, - ასე გამოეხმაურა ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი, იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ "ემპათიის" მიერ გამოტანილ დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი. მისივე თქმით, ცენტრ "ემპათიას" დასკვნას ეთანხმება და ხელს აწერს 16 ექსპერტი. მან დასძინა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად შეისწავლის და იქნება შესაბამისი რეაგირება. "იუსტიციის სამინისტრომ ჩაატარებინა ცენტრი ემპათიის დასკვნაზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზა: ისმის კითხვა? რომელი კანონით? ეს არის ექსპერტიზაზე ზეწოლა და რეპუტაციის შელახვის მცდელობა. ცენტრი "ემპათიას" დასკვნას ეთანხმება და ხელს აწერს 6 საერთაშორისო ექსპერტი. სულ 16 ექსპერტი, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ჩვენც შევისწავლით საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად და იქნება შესაბამისი რეაგირება. ასევე, საზოგადოებას წარედგინება სამხარაულის "დასაბუთებული" დასკვნები", - წერს ჯიშკარიანი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)