03:19 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-26 17:12:50, 938 ნახვა

საზოგადოება
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში კონტროლის მექანიზმები მკაცრდება

საქართველოს პარლამენტში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინიცირებული კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილება, რომლის საფუძველზეც ელექტროდენით, ელექტროშოკით ან სხვა აკრძალული იარაღით თევზჭერისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უქმდება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგინდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 2022 წელს გამოვლენილი სამართალდარღვევებისთვის დაკისრებული ჯარიმების ჯამური ოდენობა 44 400 ლარია.

„ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის, ასევე შემაკავებელი ეფექტის შექმნის მიზნით, დეპარტამენტში, ბოლო წლებში, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორის, საკანონმდებლო მიმართულებით - საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილება დეპარტამენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც, ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით ან სხვა აკრძალული იარაღით თევზჭერისთვის უქმდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და დგინდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

პარალელურად, დეპარტამენტი, გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, სისტემატურად ახორციელებს ეკიპაჟების შესაბამისი საშუალებებით - მაღალი გამავლობის ავტომანქანებით, ვიდეორეგისტრატორებით, სამხრე კამერებით, დრონებით, ფოტოხაფანგებითა და მცურავი საშუალებებით აღჭურვას.

ბრაკონიერობის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის შედეგია ის, რომ დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი ფაქტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. მაგალითად, 2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 24-საათიანი პატრულირების, ასევე გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 525 ფაქტი გამოავლინეს. 2021 წელს კი გამოვლენილია უკანონო თევზჭერის 353 ფაქტი. 2022 წელს გამოვლენილი 525 სამართალდარღვევიდან, 118 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ამავე პერიოდში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) სავარაუდო უკანონო თევზჭერასთან დაკავშირებით, სულ შევიდა 206 შეტყობინება. 2022 წელს სამართალდამრღვევების მიმართ დაკისრებული ჯარიმის ჯამური ოდენობა 44 400 ლარია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics