11:05 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-26 13:54:23, 1556 ნახვა

ომი უკრაინაში
პესკოვის განცხადებით, ნებისმიერი საბრძოლო ტანკი, რომელსაც აშშ უკრაინას მიაწვდის - დაიწვება

კრემლი შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის Abrams M1-ის ტიპის ტანკების გადაცემას "ძვირადღირებულ სისულელეს" უწოდებს. 

როგორც კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, Abrams-ის ნებისმიერი საბრძოლო ტანკი, რომელსაც შეერთებული შტატები უკრაინას მიაწვდის - დაიწვება.

"დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ექსპერტს ესმის ამ იდეის აბსურდულობა. გეგმა დამღუპველია ტექნოლოგიური თვალსაზრისით. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ის გადაჭარბებულად აფასებს იმ პოტენციალს, რომელსაც უკრაინის არმიას შესძენს. ეს ტანკები ისევე დაიწვებიან, როგორც ყველა სხვა", - ამბობს პესკოვი. 

რუსეთი ამბობს, რომ სატანკო დაპირებები აჩვენებს დასავლეთის პირდაპირ და მზარდ ჩართულობას უკრაინასთან ომში. 

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი უკრაინას Abrams-ის ტიპის 31 ტანკს გადასცემს. 

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Abrams M1-ის ტიპის ტანკების გადაცემას ასევე განიხილავს იმისათვის, რომ გავლენა მოახდინოს გერმანიაზე და ოლაფ შოლცმა, თავის მხრივ, Leopard-ის ტანკები გადასცეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics