11:10 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-26 12:12:39, 1175 ნახვა

ეკონომიკა
კასპის მუნიციპალიტეტში მოქმედი სუნელების საწარმო პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს

კასპის მუნიციპალიტეტში მოქმედი შპს „იგოეთის“ სუნელების საწარმოს საქმიანობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი გაეცნო.  

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შპს „იგოეთის“ საწარმო, რომელიც  2020 წელს პანდემიის პერიოდში შეიქმნა, 18 დასახელების სუნელს აწარმოებს, საიდანაც 12 დასახელება საკმაზია. საწარმოში დანერგილია საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP). პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ადგილობრივ ბაზარზე, ქსელურ სუპერმარკეტებში. 

კომპანიის კომერციული დირექტორის, ვაჟა ილურიძის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაგეგმილია პროდუქციის ექსპორტზე გატანა; მიმდინარეობს მოლაპარაკებები  აშშ-ის,  იაპონიის, ნიდერლანდებისა  და ყაზახეთის მხარესთან.  

„სუნელების საწარმო კერძო ინვესტიციით შეიქმნა, რაც ძალიან კარგი მაგალითია და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში შექმნილი ბიზნესგარემო წარმოების დაწყების და გაფართოების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით განხორციელებული აქტიური ქმედებების შედეგად, მეწარმეებს საშუალება აქვთ, პრაქტიკულად მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში განახორციელონ ექსპორტი. აღსანიშნავია, რომ „იგოეთის“ სუნელების საწარმოში წარმოებული პროდუქცია აკმაყოფილებს საერთაშორისო უვნებლობის სტანდარტებს, აკმაყოფილებს, როგორც ხარისხობრივი მაჩვენებლებით, ისე შეფუთვით. მსგავსი საწარმოების შეექმნა არის შედეგი ის პოლიტიკის, რასაც სახელმწიფო აგროწარმოების მიმართულებით ახორციელებს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯაფარიძე - ენმ-ს ალიანსიდან გასვლაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვს
მდინარაძე - ნარკოტიკი ვეღარ შემოვიდა და კუსტარული ნარკოტიკის ქარხანა გაჩნდა ქვეყანაში
ტუაფსეს მაცხოვრებლებს სახლში დარჩენა ურჩიეს, რადგან ბენზოლისა და ქსილენის დონე დასაშვებ ზღვარს აჭარბებს
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics