11:04 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-25 22:37:11, 2649 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი Abram-ებზე - თავისუფალი სამყარო საერთო მიზნისთვის არის გაერთიანებული - უკრაინის გათავისუფლებისთვის

მადლობა აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს კიდევ ერთი ძლიერი გადაწყვეტილებისთვის, რომ უკრაინას მიაწოდოს ტანკები, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ამერიკის ინიციატივას Abram-ის ტანკების უკრაინისთვის გადაცემის საკითხს.

მისივე თქმით, დღეს თავისუფალი სამყარო, ისეა გაერთიანებულია, როგორც არასდროს, საერთო მიზნისთვის და ეს მიზანი უკრაინის გათავისუფლებაა.

"მადლობა აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს კიდევ ერთი ძლიერი გადაწყვეტილებისთვის, რომ უკრაინას მიაწოდოს ტანკები. მადლობელი ვართ ამერიკელი ხალხის მხარდაჭერისთვის. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია გამარჯვების გზაზე. დღეს თავისუფალი სამყარო, როგორც არასდროს, გაერთიანებულია საერთო მიზნისთვის - უკრაინის გათავისუფლებისთვის. ჩვენ წინ მივიწევთ!", - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინას Abrams-ის ტიპის 31 ტანკს გადასცემს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics