|
2023-01-25 22:00:18, 1752 ნახვა
ომი უკრაინაში
ბაიდენი - ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას Abrams-ის ტიპის 31 ტანკს გადასცემს
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას Abrams-ის ტიპის 31 ტანკს გადასცემს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, სპეციალურ ბრიფინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ტანკების გაგზავნის ინიციატივა თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა მიაწოდა პრეზიდენტს, რათა უკრაინის შესაძლებლობები თავდაცვის კუთხით გაძლიერდეს, რათა მიაღწიონ სტრატეგიულ მიზნებს. ბაიდენმა ასევე დასძინა, რომ ტანკების უკრაინაში ჩასვლას გარკვეული დრო დასჭირდება და იქედან გამომდინარე, რომ ზემოთ ხსენებული ტანკები რთულად შესანახია, ტანკებთან ერთად უკრაინა შესაბამის აღჭურვილობასაც მიიღებს. "დღეს ვაცხადებ, რომ აშშ უკრაინაში 31 Abrams-ის ტანკს, ერთი უკრაინული ბატალიონის ეკვივალენტს გაგზავნის. ეს ნაბიჯი მდივანმა ოსტინმა შემოგვთავაზა, რათა გაძლიერდეს უკრაინის მიერ საკუთარი ტერიტორიის დაცვის შესაძლებლობა და მიაღწიონ სტრატეგიულ მიზნებს". – თქვა ბაიდენმა. შეგახსენებთ, ჯო ბაიდენის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის გადაწყვეტილება, უკრაინისთვის Leopard ტიპის ტანკების გადაცემის საკითხზე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)