07:12 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-25 13:39:43, 1406 ნახვა

პოლიტიკა
კასიანოვი „ალტ-ინფოზე“ - ასეთი დინამიკა ადასტურებს ჩვენს შიშს, რომ საქართველო ევროკავშირსა და ნატო-ს შორდება

ჩვენთვის, უკრაინის საელჩოსთვის რთულად გასაგებია - საქართველოში, რომელიც ასევე რუსული აგრესიის მსხვერპლია, როგორ გაჩნდნენ ასეთი პოლიტიკური ძალები, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა "ალტ-ინფოსთან" დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კასიანოვმა უკრაინულ მედიას უთხრა, პრორუსული მოძრაობის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ საქართველო ნატო-სა და ევროკავშირს შორდება. 

"18 ნოემბერს, ხერსონის გათავისუფლებიდან მეშვიდე დღეს, საქართველოში, უკრაინის საელჩოს კედლებთან პრორუსული მოძრაობა "ალტ-ინფოს" მხარდამჭერების ანტიუკრაინული, პროვოკაციული აქცია გაიმართა. აქციაზე უკრაინის უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის კონკრეტული პირების შეურაცხმყოფელი შინაარსის პლაკატები გამოიყენეს. ეს ჩვენთვის, უკრაინის საელჩოსთვის რთულად გასაგებია - საქართველოში, რომელიც ასევე რუსული აგრესიის მსხვერპლია, როგორ გაჩნდნენ ასეთი პოლიტიკური ძალები. "ალტ-ინფოს" მხარდამჭერებმა უკვე ოფიციალურად დაარეგისტრირეს პოლიტიკური პარტია, სახელწოდებით „კონსერვატიული პარტია“. ამ პარტიას უკვე აქვს 28 წარმომადგენლობა საქართველოს ტერიტორიაზე, საკუთარი ელექტრონული მედია და ტელევიზიაც კი. ასეთი დინამიკა ადასტურებს ჩვენს შიშს საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაშორების და ჩვენი მოქალაქეებისთვის გაზრდილი რისკების შესახებ", - აცხადებს ანდრეი კასიანოვი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics