11:46 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-24 17:48:27, 1621 ნახვა

ომი უკრაინაში
ბერბოკი - უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება, არა მხოლოდ გერმანიის, არამედ ყველა ქვეყნის

ვაღიარებ, უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ყველა ქვეყნის. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ქვეყნებს ტანკების მიწოდებისკენ, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, ანალენა ბერბოკმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, გერმანიის მთავრობაში Leopard ტიპის ტანკების საკითხთან დაკავშირებით გარკვეული უთანხმოებებია, მაგრამ საჭიროა არა ერთმანეთის დადანაშაულება, არამედ საერთაშორისო მხარდაჭერა.

”დიახ, ჩვენ გვჭირდება მეტი სამხედრო მხარდაჭერა, მაგრამ ასევე გვჭირდება მეტი ჰუმანიტარული მხარდაჭერა და ასევე პასუხისმგებლობის დაკისრება [რუსეთის ხელმძღვანელობისთვის]", - დასძინა ბერბოკმა.

შეგახსენებთ, მანამდე, ბერბოკმა თქვა, რომ გერმანია წინააღმდეგი არ იქნება, თუ პოლონეთი უკრაინაში Leopard-ის ტანკებს გაგზავნის, ვინაიდან უნდა გადარჩეს ადამიანების სიცოცხლე და გათავისუფლდეს უკრაინა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics