|
2023-01-24 12:29:10, 875 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსთან ერთად, რეგიონული სატყეო სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროს კახა ცერცვაძესთან ერთად, რეგიონული სატყეო სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა. „ხე-ტყის უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა სამინისტროს მთავარ პრიორიტეტად რჩება. ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებით, ჩვენ შევძლებთ ტყის რესურსების მართვას იმ სტანდარტებით, რასაც მდგრადი განვითარების პოლიტიკა გულისხმობს. სამინისტროს და სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ახალი კოდექსით შემუშავებული მიდგომებით და შესაბამისი სამოქმედო გეგმით აგრძელებენ მუშაობას, რაც ხელშესახებ პოზიტიურ შედეგებს გვაძლევს”, - აღნიშნა კახა კაკაბაძემ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, გასულ წელს, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული პროექტების შეჯამება-ანალიზს და 2023 წელს დაგეგმილი აქტივობების განხილვას. ტყეების აღდგენა, ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება, ტყის ინვენტარიზაცია და მართვის გეგმების მომზადება ეროვნული სატყეო სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ ყურადღება ტყეების რეკრეაციული პოტენციალის ათვისებასა და ეკოტურიზმის განვითარებაზე გაამახვილა. როგორც კახა ცერცვაძემ აღნიშნა, „ტყის ახალი კოდექსის“ მიღების შემდეგ, ტყეების ეკოტურიზმის განვითარების გეგმების შემუშავება მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის დამატებითი შესაძლებლობების გაჩენას. შეხვედრაზე მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დანერგვისა და ხე-ტყის მდგრადად მოპოვების საკითხზეც იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ მერქნული რესურსების ეფექტიანი მართვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2020 წლიდან მიმდინარეობს.ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში უკვე მოწყობილია 39 „საქმიანი ეზო“. 2023 წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, დამატებით 17 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)