08:39 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-23 22:12:47, 1001 ნახვა

პოლიტიკა
გონჩარენკო - „ქართული ოცნება“ სააკაშვილს მტრად აღიქვამს. ეს მათ აბრმავებს და მნიშვნელოვანი საკითხების დანახვის საშულებას არ აძლევს

მესმის რომ "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილს მტრად აღიქვამს. ეს მათ აბრმავებს და უფრო მნიშვნელოვანი საკითხების დანახვის საშულებას არ აძლევს, - ასე გამოეხმაურა უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო "ქართული ოცნების" მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე ტინი კოქსის მხარდაჭერას.

მისივე თქმით, ნაკლებად მნიშვნელოვანია თუ ვის მისცემს ხმას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის არჩევნებში "ქართული ოცნება", მნიშვნელოვანი მათი პოზიციაა. მან დასძინა, რომ 24 თებერვალს ტინი კოკსმა სწორი პოზიცია დაიჭირა უკრაინის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ კი, უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევაზე გადაწყვეტილება  ა.მ დრომდე ვერ მიიღო.

"პირადად ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებში ვის მისცა ხმა "ქართულმა ოცნებამ". ჩემთვის მთავარი მათი პოზიციაა. ამ დრომდე ვერ მიიღეს ჩვენი სამხედრო დახმარების გაწევის გადაწყვეტილება. ესტონეთი მთელი თავისი სამხედრო შეიარაღებით გვეხმარება. საქართველოს მთავრობამ კი ერთი იარაღი არ გამოგვიგზავნა. ტინი კოკსი ერთერთი იყო ვინც რუსეთის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნებაში ეხმარებოდა. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მან პოზიცია შეიცვალა და უკრაინას მხარი დაუჭირა, ასევე აქტიურად მონაწილეობა რუსეთის ევროპის საბჭოდან გაგდებაში. ჩვენთვის მთავარია ის ფაქტი, რომ 24 თებერვალს ტინი კოკსმა სწორი პოზიცია დაიჭირა, საქართველოს მთავრობამ კი არა. მესმის რომ "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილს მტრად აღიქვამს. ეს მათ აბრმავებს და უფრო მნიშვნელოვანი საკითხების დანახვის საშულებას არ აძლევს. არ ვიცი რა კომენტარი გავაკეთო. არ მესმის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან მიხეილ სააკაშვილი რა კავშირშია", - განაცხადა გონჩარენკომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics