2023-01-23 19:11:25, 818 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია ბურიჩს შეხვდა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია ბურიჩს შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "ქართული ოცნება" ავრცელებს.
შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ და მარია ბურიჩმა რეგიონში შექმნილი პოლიტიკური ვითარება განიხილეს. გარდა ამისა,შეხვედრაზე ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს დელეგაციას აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.
მარია ბურიჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების მიმართულებით და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),