12:52 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-23 18:32:07, 1608 ნახვა

ომი უკრაინაში
ვადიმ სკიბცკი - უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთს ომამდელი მარაგის 20%- მდე რაკეტა აქვს დარჩენილი

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, რუსეთს დარჩენილი აქვს მაღალი სიზუსტის რაკეტების ომამდელი მარაგის 20%-მდე - დაახლოებით 550 რაკეტა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის პოტენციალი საკმარისია, უკრაინაზე ორი ან სამი მასიური დარტყმის განსახორციელებლად. მან დასძინა, რომ ბოლო დარტყმა 30-ზე ნაკლები მაღალი სიზუსტის რაკეტით განხორციელდა, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსეთი განიცდის დეფიციტს და არ აქვთ დრო, რომ შეავსონ არსენალი.

„მათ აქვთ „ისკანდერები“, აქვთ Х-101, Х-555. ჩვენი გათვლებით, რუსეთს ომამდელი მარაგების დაახლოებით 20%-მდე დარჩა, ეს არის დაახლოებით 550 ერთეული. მათი პოტენციალი საკმარისია ორი ან სამი მასიური დარტყმის განსახორციელებლად“, - განაცხადა ვადიმ სკიბიცკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics