|
2023-01-23 15:25:43, 1222 ნახვა
სამართალი
90 შემთხვევიდან 51 მოსამართლის ოჯახის წევრი სასამართლოშია დასაქმებული - IDFI-ის ანალიზი
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) უზენაესი სასამართლოს 28 მოსამართლის, მეორე ინსტანციის სასამართლოს 84 მოსამართლის, და პირველი ინსტანციის სასამართლოს 209 მოსამართლის ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა, რათა ნეპოტიზმისა და კორუფციის შესაძლო ნიშნები დაედგინა. არასამთავრობო ორგანიზაციის ანალიზში, რომელიც სასამართლო სისტემაში დასაქმებული მოსამართლეების ოჯახის წევრებს შეეხება, აღნიშნულია, რომ კვლევა პრობლემის სრულ მასშტაბს ვერ ასახავს, ვინაიდან თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსების ინსტრუქციის თანახმად, ოჯახის წევრად მოიაზრება მხოლოდ დეკლარანტის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი/გერი, და მასთან მუდმივად მცხოვრები პირი. ორგანიზაციის ძირითადი მიგნებებია: - საქართველოს მოქმედი მოსამართლეების თითქმის ერთი მესამედის (90) ოჯახის წევრი დასაქმებულია საჯარო სამსახურში. - 90 განხილული შემთხვევიდან 51 მოსამართლის ოჯახის წევრი დასაქმებულია სხვადასხვა სასამართლოში. -90-დან 60 შემთხვევაში ოჯახის წევრი მოქმედ პოზიციაზე დასაქმდა, დაწინაურდა ან სამუშაო პოზიცია შეიცვალა მოსამართლის დანიშვნის შემდეგ. - თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების 84 მოსამართლიდან (70 თბილისში, 14 ქუთაისში), 13-ის შვილი დასაქმებულია სასამართლო სისტემაში. - პირველი ინსტანციის სასამართლოებში მოღვაწე 209 მოსამართლიდან, 60-ის დეკლარაციაში ნახსენებია საჯარო სექტორში დასაქმებული ოჯახის წევრი (54 მეუღლე, 6 შვილი, 2 და), 33 მათგანი დასაქმებულია სხვადასხვა სასამართლოში. IDFI გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებისა და ნეპოტიზმის, ფავორიტიზმის და კორუფციის რისკების შემცირების მიზნით ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ დამატებითი სტანდარტები დანერგოს. "ამ მიმართულებით რეფორმა განსაკუთრებით პრიორიტეტულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის თაობაზე ევროკომისიის მოხსენებით ბარათში დაფიქსირებული რეკომენდაციების გათვალისწინებით. მოხსენებაში იკვეთება სწორედ ზემოთ აღნიშნული საკითხი, კერძოდ ევროკომისიის შეფასებაში აღნიშნულია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დანერგილია საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების სისტემა, “უნდა გაუმჯობესდეს კანონის მოქმედების სფერო, რომელიც ეხება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებას, მის რეალიზაციასა და მონიტორინგს (ვინაიდან ამჟამად ოჯახის წევრებს არ მოიცავს სრულად)”,- აღნიშნულია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ანალიზში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)