12:52 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-23 15:20:59, 2101 ნახვა

ომი უკრაინაში
დავით არახამია - გაზაფხულზე კორუმპირებული ჩინოვნიკების აქტიური დაკავება დაიწყება

დიდი ალბათობით, გაზაფხულზე დაიწყება კორუმპირებული ჩინოვნიკების აქტიური დაკავება,- ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქციის "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია Telegram-ზე წერს.

მისი თქმით, 24 თებერვლიდან მოყოლებული, ოფიციალური და არაოფიციალური არხებით მუდმივად აფრთხილებდნენ ყველა დონის ჩინოვნიკებს, რომ კონცენტრირებულიყვნენ ომზე, დახმარებოდნენ დაზარალებულებს და შეემცირებინათ ბიუროკრატია.

"24 თებერვლიდან მოყოლებული, ოფიციალური და არაოფიციალური არხებით მუდმივად აფრთხილებდნენ ყველა დონის ჩინოვნიკებს: კონცენტრირდნენ ომზე, დაეხმარონ დაზარალებულებს, შეამცირონ ბიუროკრატია და შეწყვიტონ საეჭვო ბიზნესი. ბევრმა ეს გაიგო და ბევრმა სამწუხაროდ - არა.

ალბათ, ამ გაზაფხულზე აუცილებლად დავიწყებთ აქტიურობას. "დროის ამოწურვა" აღარ იმუშავებს. ზოგმა ჩინოვნიკმა გონება ისე დაკარგა, რომ შიშისა და სინანულის გარეშე დაიწყო ძარცვა

ეს ეხება როგორც გენერატორების ბოლო შესყიდვებს, ასევე თავდაცვის სამინისტროში ახალ სკანდალებს.

დღეს კომიტეტში გავიგებთ სიტუაციას. მე ვიქნები ინიციატივით აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობა საპარლამენტო კონტროლს დაუბრუნდეს",- წერს არახამია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე, ვასილ ლოზინსკი ქვეყნის დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის განკუთვნილი თანხების მითვისების ბრალდებით დააკავეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics