12:51 - 26 Apr, 2026
|
2023-01-23 14:24:47, 1501 ნახვა
ომი უკრაინაში
ესტონეთი უკრაინას 155 მმ-იან ჰაუბიცებს გადასცემს
ესტონეთი უკრაინას თავის ყველა 155 მმ-იან ჰაუბიცას გადასცემს. ამის შესახებ უკრაინაში ესტონეთის ელჩმა, კაიმო კუუსკმა განაცხადა. ელჩის თქმით, ჰაუბიცების გადაცემა გასულ კვირას გამოცხადებული რეკორდული სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში მოხდება. "ჩვენ ყველა ჩვენს 155 მმ-იან ჰაუბიცას ვაძლევთ უკრაინას და გვინდა ამ გზით შევქმნათ პრეცედენტი, რათა სხვა ქვეყნებს არ ჰქონდეთ მიზეზი, თუ რატომ არ შეუძლიათ უკრაინას მიაწოდონ საჭირო იარაღი ომის მოსაგებად", - თქვა ესტონეთის ელჩმა. ელჩის განცხადებით, დახმარების პაკეტში შევა ისეთი იარაღი, როგორიცა 155 მმ-იანი კალიბრის ათასობით საარტილერიო ჭურვი, ასობით ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, საარტილერიო დანაყოფების დამხმარე საშუალებები და ა.შ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)