03:56 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-23 13:35:46, 824 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია, ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვას სოფლის მეურნეობის მინისტრ კესტუტის ნავიკასს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ლიეტუველ კოლეგას ბერლინში, მასშტაბური საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2023” ფარგლებში შეხვდა.  

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმდინარე პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. ოთარ შამუგიამ ლიეტუვას სოფლის მეურნეობის მინისტრს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირისგან მიღებული რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობს, რათა ქვეყანამ უმოკლეს დროში მიიღოს კანდიდატის სტატუსი.   
ლიეტუვას სოფლის მეურნეობის მინისტრმა ღიად დააფიქსირა საქართველოს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე. 

შეხვედრაზე მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, ლიეტუვა ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ღვინის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობს მარკეტინგულ კომპანიასთან „TRIBE INTERNATIONAL”, რომელიც უზრუნველყოფს ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთში ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიის განხორციელებას, რაც ხელს უწყობს ბალტიისპირეთის ქვეყნებში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics