11:10 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-23 12:34:42, 1813 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი“ კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ტურისტული შემოდინებები მიგრაციის ეფექტის ჩავლით ისტორიულ მაქსიმუმზეა

დეკემბრის საგარეო ვაჭრობის, ტურისტული შემოდინებებისა და გზავნილების ბალანსი კვლავ გაუმჯობესდა, უფრო მეტიც, ამჯერად სეზონური ფაქტორების გამორიცხვითაც კი. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ძლიერ ზრდასთან ერთად, რაც პრაქტიკულად მთლიანად რე-ექსპორტის მატებით იყო გამოწვეული, ტურისტულმა შემოდინებებმა მიგრაციის ეფექტის ჩათვლით, 2019 წლის დეკემბრის 167% შეადგინა, რაც ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გზავნილების მხრივ, შესაბამისი შესწორებების შემდეგ, დინამიკა წინა თვეების მსგავსი იყო.

აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს 2023 წელს ძლიერი ეკონომიკური აქტივობის მაღალ ალბათობაზე. ამ ფონზე, კითხვაა თუ რამდენად შესრულდება ინფლაციის, განსაკუთრებით ადგილობრივი ფასების კუთხით, და ლარში საპროცენტო განაკვეთების შემცირების პროგნოზი? თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წინა კვირას გამოქვეყნებული სხვადასხვა ინდექსი, სულ მცირე ჯამური ინფლაციის მნიშვნელოვანი მოდერაციის მოლოდინებზე მიუთითებს. უფრო მეტიც, საყურადღებოა, რომ საკრედიტო აქტივობა დამატებით შესუსტდა და ინფლაციით შესწორების შემდეგ, ანუ რეალურ გამოხატულებაში, დეკემბერში მხოლოდ 2% შეადგინა.

გაეცანით პუბლიკაციას  ბმულზე..

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ჯაფარიძე - ენმ-ს ალიანსიდან გასვლაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვს
მდინარაძე - ნარკოტიკი ვეღარ შემოვიდა და კუსტარული ნარკოტიკის ქარხანა გაჩნდა ქვეყანაში
ტუაფსეს მაცხოვრებლებს სახლში დარჩენა ურჩიეს, რადგან ბენზოლისა და ქსილენის დონე დასაშვებ ზღვარს აჭარბებს
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics