06:21 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-22 13:05:56, 1509 ნახვა

ომი უკრაინაში
ჩრდილოეთ კორეა ვაგნერის დაჯგუფებას იარაღს აწვდის, აშშმ ამის დამადასტურებელი ფოტოები გამოაქვეყნა

აშშ-ს ხელისუფლებამ გაასაიდუმლოა ფოტოები, რომლებიც, მათი აზრით, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი იარაღს ყიდულობს ჩრდილოეთ კორეის რეჟიმისგან. ამის შესახებ, თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
2022 წლის ნოემბერში გადაღებულ ფოტოებზე ჩანს რუსული სარკინიგზო ვაგონები, რომლებიც მოძრაობენ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის. აშშ-ის ხელისუფლება თვლის, რომ ვაგონების შიგნით იყო კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერისთვის" განკუთვნილი რაკეტები. აშშ-ს არ სჯერა, რომ ამ გადაზიდვებმა შეცვალა ომის მიმდინარეობა, თქვა კირბიმ, მაგრამ ის თვლის, რომ იარაღის მიწოდება ჩრდილოეთ კორეიდან გრძელდება.

კრიბიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის რეჟიმისგან იარაღის შეძენა არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას.
ჯერ კიდევ ნოემბერში შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ რუსეთი იარაღს იძენდა ჩრდილოეთ კორეიდან. ამერიკული დაზვერვის ცნობით, ფხენიანმა გაგზავნა რუსეთში 122 და 152 მმ-იანი ჭურვები, რომლებიც შენიღბული იყო როგორც სამხედრო მარაგი ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკისთვის.

ჩრდილოეთ კორეამ უარყო ეს ბრალდებები. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არასდროს გვქონია „იარაღის გარიგება“ რუსეთთან და რომ არ გვაქვს ამის გეგმები მომავალში“, - განაცხადა ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ობამამ გააკრიტიკა ტრამპის ირანთან მიღწეული შეთანხმება: „ჩვენ ისევ საწყის წერტილს დავუბრუნდით“
NYT: ტრამპმა ზელენსკისთან დაპირისპირებას „შესანიშნავი სატელევიზიო შოუ“ უწოდა
დრონებით თავდასხმების გამო, რუსეთში ბენზინის წარმოება ივნისში ერთი მეოთხედით შემცირდა
ზელენსკიმ ლუკაშენკოს ერთი კვირა მისცა ბელარუსში იმ აღჭურვილობის გასათიშად, რომელიც რუსეთს უკრაინაში დარტყმებში ეხმარება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics