08:39 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-21 14:04:49, 919 ნახვა

პოლიტიკა
ზუგდიდის ენმ-ს ოფისი - არანაირად არ ვუერთდებით მანკიერ დაპირისპირებას, მოსმენებს და შუღლს, ჩვენ მხარს ვუჭერთ ნიკა მელიას

ჩვენ არანაირი პრეტენზია არცერთ კანდიდატთან არცერთ მიმართებაში არ გვაქვს. არანაირად არ ვუერთდებით მანკიერ დაპირისპირებას, მოსმენებს, შუღლს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ მივიღოთ ჩვენი გადაწყვეტილება, - განაცხადეს ზუგდიდის "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში.

მათივე თქმით, პარტიული გუნდი, რომელიც ზუგდიდში იმყოფება მხარს უჭერს ნიკა მელიას კანდიდატურას, რადგან მოცემულ სიტუაციაში ღირსეულ კანდიდატად სწორედ მელია მიაჩნიათ. მათ დასძინეს, რომ რჩევნების შემდეგ საჭიროაა ერთობლივი ძალებით და ყოველგვარი შეთქმულების თეორიების გარეშე, მუშაობა ისევ ყველამ ერთად განაგრძოს.

მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, უდიდესი პატივისცემის მიუხედავად,  ყველა კანდიდატის მიმართ, ჩვენ არანაირი პრეტენზია არცერთ კანდიდატთან არცერთ მიმართებაში არ გვაქვს. არანაირად არ ვუერთდებით მანკიერ დაპირისპირებას, მოსმენებს, შუღლს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ვალდებულება, მივიღოთ ჩვენი გადაწყვეტილება და კონკრეტულ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი. ჩვენ, ჩვენი ფრაქცია და ასევე ჩვენი გუნდი, პარტიული გუნდი, რომელიც აქ იმყოფება და ჩვენს ზურგს უკან დგას უამრავი ხალხი, მხარს ვუჭერთ ნიკა მელიას კანდიდატურას, რადგან მიგვაჩნია, რომ მოცემული სიტუაციიდან ის არის ყველაზე გამორჩეული და ღირსეული კანდიდატი", - აცხადებენ ზუგდიდის "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics