06:20 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-20 23:00:25, 1600 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - დღევანდელმა „რამშტეინმა“ გაგვაძლიერა. პარტნიორები თავიანთი დამოკიდებულებაში პრინციპულები არიან

დღევანდელმა "რამშტეინმა“ გაგვაძლიერა. პარტნიორები პრინციპულები არიან თავიანთი დამოკიდებულებაში - მხარს დაუჭერენ უკრაინას, რამდენადაც ეს აუცილებელია ჩვენი გამარჯვებისთვის, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, თანამედროვე ტანკების მიწოდებაზე ბრძოლა უკრაინას კვლავ მოუწევს, მაგრამ დღითიდღე უფრო და უფრო აშკარა ხდება, რომ გადაწყვეტილება ტანკებთან დაკავშირებით უნდა მიიღონ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველა პარტნიორს, რომლებმაც უკრაინის პოზიციას მკაფიოდ დაუჭირეს მხარი.

რამშტეინის" ფორმატში ყოველთვის არ შეიძლება საჯაროდ გამოაცხადო, რაზე არის საუბარი. ეს არის დახურული დისკუსია - და ასეც უნდა იყოს. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელმა "რამშტეინმა“ გაგვაძლიერა. პარტნიორები პრინციპულები არიან თავიანთი დამოკიდებულებაში - მხარს დაუჭერენ უკრაინას, რამდენადაც ეს აუცილებელია ჩვენი გამარჯვებისთვის. დიახ, თანამედროვე ტანკების მიწოდებაზე ბრძოლა მაინც მოგიწევს, მაგრამ დღითიდღე უფრო და უფრო აშკარა ხდება, რომ გადაწყვეტილება ტანკებთან დაკავშირებით უნდა მიიღონ. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, ვინც მკაფიოდ დაუჭირა მხარი უკრაინის პოზიციას დისკუსიებში. დიდება უკრაინას!”, - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ობამამ გააკრიტიკა ტრამპის ირანთან მიღწეული შეთანხმება: „ჩვენ ისევ საწყის წერტილს დავუბრუნდით“
NYT: ტრამპმა ზელენსკისთან დაპირისპირებას „შესანიშნავი სატელევიზიო შოუ“ უწოდა
დრონებით თავდასხმების გამო, რუსეთში ბენზინის წარმოება ივნისში ერთი მეოთხედით შემცირდა
ზელენსკიმ ლუკაშენკოს ერთი კვირა მისცა ბელარუსში იმ აღჭურვილობის გასათიშად, რომელიც რუსეთს უკრაინაში დარტყმებში ეხმარება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics