14:22 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-19 17:26:42, 1484 ნახვა

ომი უკრაინაში
„უკრაინა ურღვევია“ - შარლ მიშელმა კიევში სამხედრო ჰოსპიტალი მოინახულა

ევროსაბჭოს ხელმძღვანელი უკვე კიევში იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო პორტალი RBC Ukraine ავრცელებს.

შარლ მიშელის ვიზიტი კიევში სამხედრო ჰოსპიტალის მონახულებით დაიწყო, შემდგომ კი, მან რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი მოინახულა და ყვავილებით შეამკო.

"აღფრთოვანებული ვარ სარეაბილიტაციო ცენტრში ვეტერანების გამბედაობით. უკრაინა ურღვევია", - განაცხადა ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კიევში ვიზიტი დღეს დაანონსა. ვიზიტის ფარგლებში ის უკრაინისპრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და დეპუტატებთან შეხვედრას გეგმავს, რათა განიხილოს ის მისაღები ზომები, რაც უკრაინის გასაძლიერებლად არის საჭირო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics