2023-01-18 21:25:36, 760 ნახვა
პოლიტიკა
შოლცი - იმისთვის, რომ ომი დასრულდეს, რუსეთის აგრესია უნდა ჩაფლავდეს
იმისთვის, რომ ომი დასრულდეს, რუსეთის აგრესია უნდა ჩაფლავდეს, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, რუსული აგრესიის შესაჩერებლად მოკავშირეები უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას გააგრძელებენ.
მან დასძინა, რომ საჰაერო დახმარების სისტემები მოიცავს IRIS-T და Patriot, საარტილერიო დანადგარებს და ქვეითებისთვის განკუთვნილ ჯავშანტრანსპორტიორებს.
სწორედ ამიტომ, ჩვენ, მოკავშირეებთან ერთად, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას ვაგრძელებთ. ეს მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემას, როგორიცაა IRIS-T და Patriot, საარტილერიო დანადგარებს, ქვეითებისთვის განკუთვნილ ჯავშანტრანსპორტიორებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,