12:03 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-18 17:54:01, 933 ნახვა

პოლიტიკა
ოდიშარია ენმ-ზე - რუსი პოლიტიკოსების განცხადებებს ეჭიდებიან, როგორც მაშველ რგოლს და მერე ორი-სამი დღე ტივტივებენ

მე ლავროვისგან ვერც ქათინაურს ვერ მივიღებ და ვერც შექებას, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომელმაც საქართველოს მთავრობა შეაქო იმის გამო, რომ ის არ უერთდება დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

მისივე თქმით, როდესაც ნაციონალური მოძრაობა არის გაჭირვებაში, იქნება ეს შიდაპარტიული თუ ზოგადად პოლიტიკური პროცესები, სწორედ ამ დროს გამოჩნდება, რომელიმე რუსი პოლიტიკოსი, რომელიც გააკეთებს განცხადებას და ამ განცხადებას ეჭიდებიან, როგორც მაშველ რგოლს და მერე ორი-სამი დღე ტივტივებენ ამ ნიუსით.

"მე ლავროვისგან ვერც ქათინაურს ვერ მივიღებ და ვერ შექებას ვერ მივიღებ. მნიშვნელოვანია ის, რომ ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იშველიებს და როგორც წესი, თუ აკვირდებით, როცა ისინი არიან დიდ გაჭირვებაში, ან შიდაპარტიულში ან ზოგადად პოლიტიკურ პროცესში, ისინი აუცილებლად გამოძებნიან ან ამ პერიოდს დაემთხვევა რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადება, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, რომ ცოტა ხანი წაიტივტივონ და არ ჩაიძირონ ამ მძიმე პროცესებისას, რომელიც ვითარდება. ეს საეჭვოდ ემთხვევა მუდმივად. კიდევ ვიმეორებ - როცა ნაციონალური მოძრაობა არის მძიმე პროცესებში ან დეგრადირებს მათი რეიტინგი, როგორც წესი, გამოჩნდება რომელიღაც რუსი პოლიტიკოსი, რომელიც გააკეთებს განცხადებას და ეჭიდებიან როგორც მაშველ რგოლს და მერე ორი-სამი დღე ტივტივებენ ამ ნიუსით", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics