15:43 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-18 09:52:15, 1437 ნახვა

ომი უკრაინაში
ბორელი - უკრაინისთვის გაწეული დახმარება 50 მლრდ ევროა, ეს ჩვენ პირველ ადგილზე გვაყენებს

ომის დაწყებიდან დღემდე, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება 50 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც ევროპას კიევის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის უდიდეს წყაროდ აქცევს.

როგორც ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გამართულ დებატებზე საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ფინანსური დახმარება სამხედრო და ჰუმანიტარულ რესურსში გადანაწილდა. 

"ევროპა უნდა დაეხმაროს უკრაინას დაიცვას თავი აგრესიისგან, რომელსაც ის განიცდის. მე დიდ ძალისხმევას ვდებ იმისთვის, რომ ეს შესაძლებელი ყოფილიყო. ეს ჩვენ პირველ ადგილზე გვაყენებს ქვეყნებს შორის უკრაინისთვის გაწეული დახმარების ოდენობით, აშშ-ზე წინ“, - განუცხადა მან ევროპარლამენტარებს.

ამავე დროს, ბორელი თვლის, რომ ეს დახმარება "საკმარისია", მანამ სანამ უკრაინა კვლავ განიცდის რუსული არმიის სისტემატურ თავდასხმებს.

"ჩვენ მოგვიწევს მხარი დავუჭიროთ უკრაინას და არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით. მოლაპარაკებების კარი ღია უნდა იყოს“, - განაცხადა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირს, გარდა იმისა, რომ არის კომერციული ძალა და ადამიანის უფლებების დასაყრდენი, უნდა შეეძლოს „მყარი ძალის“ გამოყენება საჭიროების შემთხვევაში და შეეძლოს გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ასპარეზზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინამ ევროკავშირის 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური პროგრამიდან პირველი ტრანში, 3 მილიარდი ევრო მიიღო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics