11:10 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-17 16:07:22, 1386 ნახვა

ეკონომიკა
მთავრობის წევრები EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში, მარკ ბოუმენს მთავრობის წევრები შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სტუმართან გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი.

"მხარეებმა მიმოიხილეს სექტორული თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები -  ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, მოისმინეს ინფორმაცია ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ, ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები,  ჯანდაცვის სფეროში EBRD-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამები, შავი ზღვის რეგიონში დაკავშირებადობის გაზრდის მიზნით რეგიონული მნიშვნელობის პროექტები და სხვა.

ყურადღება დაეთმო ქვეყნის მიმდინარე მაკროეკონომიკურ, მონეტარულ და ფისკალურ პარამეტრებს. აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, ინარჩუნებს  მაღალ და მდგრად ზრდას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ პარტნიორობა, როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიმართულებით კვლავ გაგრძელდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯაფარიძე - ენმ-ს ალიანსიდან გასვლაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვს
მდინარაძე - ნარკოტიკი ვეღარ შემოვიდა და კუსტარული ნარკოტიკის ქარხანა გაჩნდა ქვეყანაში
ტუაფსეს მაცხოვრებლებს სახლში დარჩენა ურჩიეს, რადგან ბენზოლისა და ქსილენის დონე დასაშვებ ზღვარს აჭარბებს
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics