15:42 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-17 11:03:57, 1613 ნახვა

ომი უკრაინაში
ტრუდოს განცხადებით, კანადა უკრაინაში Leopard 2-ის ტანკების გაგზავნის საკითხს ჯერ არ განიხილავს

კანადის მთავრობა უკრაინაში Leopard 2-ის ტანკების გაგზავნის საკითხს ჯერ არ განიხილავს. კანადური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.

ტრუდოს თქმით,  კანადა უკრაინის ყველა მოთხოვნას განიხილავს და რუსეთის დასამარცხებლად, კიევს "ყველაფერს" მიაწოდებს.

„ჩვენ განვიხილავთ უკრაინის ყველა მოთხოვნას, თუმცა ჯერ არ ვართ მზად Leopard 2-ის ტანკების გადაცემასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ უკრაინას მივაწოდოთ ყველაფერი, რაც სჭირდება, რათა მათ შეძლონ რუსეთის დამარცხება“, - ამბობს კანადის პრემიერ-მინისტრი.

მანამდე, კანადურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა გეგმავს, ქვეყანას Leopard 2-ის ტანკების გადაცემის თხოვნით მიმართოს იმ შემთხვევაში, თუ გერმანია ტექნიკის რეექსპორტს მხარს დაუჭერს.

აღსანიშნავია, რომ Leopard 2-ის ტანკებს გერმანია აწარმოებს და საბრძოლო ტექნიკის რეექსპორტისთვის სწორედ აღნიშნული ქვეყნის მთავრობის თანხმობაა საჭირო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics