2023-01-16 21:37:06, 976 ნახვა
პოლიტიკა
ბერბოკმა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნა მოითხოვა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბურბოკმა საერთაშორისო სამართლის აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჰააგაში სპეციალური ტრიბუნალი შეიქმნას, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს.
მისივე თქმით, მოცემული სასამართლო, შეიძლება გახდეს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსზე დაფუძნებული. მან დასძინა, რომ სასამართლო დაკომპლექტებული უნდა იყოს სხვადასხვა ქვეყნის პროკურორებითა და მოსამართლეებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი მიუკერძოებლობა და ლეგიტიმაცია.
"გერმანია ცდილობს უკრაინას საერთაშორისო ასპარეზზე მხარი დაუჭიროს და უზრუნველყოს სპეციალური ტრიბუნალის შექმნა“, - განაცხადა ბერბოკმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,