|
2023-01-16 14:39:58, 2010 ნახვა
სხვადასხვა
კოზა ნოსტრას ყველაზე ძებნილი ბოსი სიცილიაში დააკავეს
იტალიის პოლიციამ სიცილიაში დააკავა Cosa Nostra-ს ყველაზე ძებნილი ბოსი, მატეო მესინა დენარო. იტალიური მედიის ცნობით, დენარო პალერმოს კერძო კლინიკაში დააკავეს, სადაც ონკოლოგიური გამოკვლევის ჩასატარებლად საავადმყოფოში მოათავსეს. დაკავებას ასე აღწერს ადგილობრივი მედია: „დილის 9:35 წუთზე ბოსი ჩასვეს შავ ფურგონში, რომელსაც რამდენიმე კარაბინერის მანქანა ახლდა ქალაქის მრავალი მაცხოვრებლის ტაშის ქვეშ“. მატეო მესინა დენარო პოლიციას 1993 წლიდან ემალება და ყველაზე ძებნილი იტალიელი მაფიოზების სიის სათავეში იყო. ის სულ მცირე 50 ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. დენაროს დაპატიმრება მოხდა ზუსტად 30 წლის შემდეგ ტოტო რიინას (Cosa Nostra მაფიის ყოფილი ხელმძღვანელი, "ბოსების ბოსი") დაპატიმრებიდან, რომელიც მოხდა 1993 წლის 15 იანვარს პალერმოში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)