04:54 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-16 10:13:12, 929 ნახვა

საზოგადოება
ალასანია - ზელენსკის კიკაბიძის დაკრძალვის პროცესის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება სურს

ზელენსკის კიკაბიძის დაკრძალვის პროცესის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება სურს,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ავრცელებს.

მისი თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის რეფორმების საბჭოში შევიდა.

„ძალიან ბევრს დაწყვიტა გული, რა თქმა უნდა, დღევანდელმა დღემ და ყველას მინდა მივუსამძიმრო. მე პირადად ვეკუთვნი იმ უმცირესობას ვისაც გვახსოვს მისი პირველად სცენაზე გამოჩენა. ახლო მეგობარი იყო, ძალიან ბევრს აკეთებდა ეს ადამიანი იმისთვის რომ გადაერჩინა ჩემი შვილის სიცოცხლე.  უკრაინის პრეზიდენტის კანცელარიიდან დარეკეს რეფორმების ოფისში, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს ჩემი შვილი და იქ შეატყობინეს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არის შოკში ამ ამბის გამო და მას აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ჩაერთოს ბუბას დაკრძალვის ორგანიზებას",- განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბუბა კიკაბიძეს 19 იანვარს დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდები 17 და 18 იანვარს ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება.

19 იანვარს კი მას თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics