17:04 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-16 08:53:39, 1454 ნახვა

ომი უკრაინაში
ბორელი - რუსეთის არაჰუმანური აგრესია პირდაპირ მოქალაქეებს ესხმის თავს, ამ დანაშაულებისთვის დაუსჯელობა არ იქნება

რუსეთის არაჰუმანური აგრესია პირდაპირ ესხმის თავს მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს, - ასე ეხმიანება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უკრაინის ქალაქ დნიპროზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას. 

როგორც ბორელი Twitter-ზე წერს, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება.

„რუსეთის არაჰუმანური აგრესია პირდაპირ ესხმის თავს მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს. ამ დანაშაულებისთვის დაუსჯელობა არ იქნება. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება“, - წერს ბორელი.

ცნობისთვის, 14 იანვარს რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო იერიში განახორციელა. 

ამავე დროს, დნეპრში, რუსმა ოკუპანტებმა მაღალსართულიანი კორპუსი დაბომბეს, რომელშიც დაახლოებით 1700 ადამიანი ცხოვრობდა. ბოლო მონაცემებით, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 29 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, დაშავებულია 73 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics