14:54 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-15 19:12:39, 2178 ნახვა

სამხედრო
ირანის ხელისუფლება ადასტურებს რუსული სუ-35 საბრძოლო თვითმფრინავების შეძენას

ირანის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ისინი რუსეთისგან სუ-35 ტიპის გამანადგურებლების პარტიას შეიძენენ. ირანის პარლამენტის (მეჯლისის) წევრმა შაჰრიარ ჰეიდარმა განუცხადა Tasnim-ს, რომ თვითმფრინავები მომავალი წლის დასაწყისში ირანული კალენდრის მიხედვით, რომელიც 21 მარტს დაიწყება, მიეწოდება.

ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საპარლამენტო კომისიის წევრმა ჰეიდარმა ასევე განაცხადა, რომ თეირანმა მოსკოვს სხვა იარაღი შეუკვეთა, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემები, სარაკეტო სისტემები და ვერტმფრენები.

Su-35 არის მრავალფუნქციური სუპერმანევრირებადი გამანადგურებელი, რომელიც შეიქმნა სუხოის დიზაინის ბიუროს მიერ 2008 წელს.

დეკემბრის ბოლოს ტელეარხი i24NEWS დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსეთი ირანს 24 სუ-35 გამანადგურებელს მიაწვდის. წყაროების თანახმად, ეს თვითმფრინავები ეგვიპტეში გასაყიდად იყო განკუთვნილი, მაგრამ კაირომ უარი თქვა გარიგებაზე შეერთებული შტატების ზეწოლის ქვეშ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics