2023-01-15 17:26:23, 1118 ნახვა
საზოგადოება
მდინარაძე კიკაბიძეზე - ის იყო გამორჩეული ნიჭის მსახიობი და მომღერალი, რომელიც ბევრ თაობას ძალიან პოზიტიურად ახსოვს
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
,,მწუხარებას გამოვთქვამ ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო.
ის იყო გამორჩეული ნიჭის მსახიობი და მომღერალი, რომელიც ბევრ თაობას ძალიან პოზიტიურად ახსოვს თავისი შემოქმედებით.
ვუსამძიმრებ ბუბა კიკაბიძის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს.,” - ნათქვამია სამძიმრის განცხადებაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),