2023-01-14 12:13:51, 1283 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სიტუაციას
შეერთებული შტატები დიდი ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციას, განსაკუთრებით კი მის ჯანმრთელობის მდგომარეობას,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მთავარმა მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.
პატელს დაუსვეს კითხვა - ეთანხმება თუ არა შეერთებული შტატების მთავრობა უკრაინის იდეას, რომელმაც საქართველოს მთავრობას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში სამკურნალოდ გადაყვანა სთხოვა.
"მე არ მაქვს რაიმე განახლება, მას შემდეგ, რაც ბოლოს ვისაუბრეთ. ჩვენ ვაგრძელებთ ღრმა შეშფოთებას და ყურადღებით ვაკვირდებით ამ სიტუაციას, განსაკუთრებით მის ჯანმრთელობის მდგომარეობას",- განაცხადა პატელმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,