05:29 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-13 18:18:43, 1060 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი - შეგვიძლია DRG სისტემა დადებითად შევაფასოთ. მოდელი ძალიან კარგად მუშაობს და მიზანს ამართლებს

„DRG სისტემის დანერგვის პროცესში მნიშვნელოვანი ხარვეზები არ დაფიქსირებულა. საერთო ჯამში, შეგვიძლია სისტემა დადებითად შევაფასოთ. მოდელი ძალიან კარგად მუშაობს და მიზანს ამართლებს,  რაც არის პაციენტისთვის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და სამართლიანი გადახდის წესის დამკვიდრება“, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

ჯანდაცვისთვის მინისტრმა აღნიშნა, რომ DRG სისტემის დანერგვის პროცესში, უწყებისთვის პრიორიტეტული იყო პაციენტისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ჯიბიდან გადახდის შემცირება და ე.წ. შენიღბული თანაგადახდების პრაქტიკის შეცვლა.

„პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ის შენიღბული თანაგადახდები, რაც  ე.წ. VIP სერვისებს და ექიმებს ეხებოდა შეცვლილიყო. ეს ნაწილიც გავითვალისწინეთ მოდელის დანერგვის პროცესში. მაგალითად, თუ საყოველთაო ჯანდაცვით, პირობითად ვიხდიდით 500 მილიონს, დამატებით კი ე.წ. VIP სერვისებში, პაციენტები ჯიბიდან იხდიდნენ 200 მილიონს, ეს გავითვალისწინეთ და DRG პრინციპით გამოვიყვანეთ ისე, რომ ჯამური 700 მილიონიდან მოხდა საბაზისო ტარიფის დაანგარიშება. აქედან გამომდინარე ჩვენ კლინიკებს და სექტორს ვუთხარით, რომ ვაფინანსებთ სრულად, იმის ჩათვლით, რასაც თქვენ ჯიბიდან ახდევინებდით პაციენტს და ზედმეტი თანხა, დამატებითი სერვისებისთვის პაციენტისთვის აღარ მოეთხოვათ“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics