05:29 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-13 14:14:47, 1018 ნახვა

საზოგადოება
„საახალწლო სოფელი“ დღეს დაიხურება

ორბელიანის მოედანზე მდებარე „საახალწლო სოფელი“ დღეს, კონცერტით დაიხურება. იქამდე კი, სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ, 13:00 საათიდან ეწვიონ ტკბილეულის ბაზრობას და სანტას სახლს, დაესწრონ ვორქშოფს, დრამერების მსვლელობას და ფლეშმობს.  აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, 13:00 საათიდან, ათონელის ქუჩაზე მდებარე საბავშვო სცენაზე დაიწყება მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვოკალური ჯგუფებისა და კლასიკური მუსიკის კონცერტი, ხოლო 20:00 საათზე ორბელიანის სცენა დაეთმობა SVANSIKH-ს. 

„რაც შეეხება „საახალწლო სოფლის“ ფარგლებში გამართულ ბოლო კონცერტს, 21:30 საათზე, ქარავნის სცენაზე, მსმენელის წინაშე წარდგებიან გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე და კატო კვარაცხელია. 
„საახალწლო სოფელი“ 23 დეკემბრიდან ორბელიანის მოედანზე, ათონელის ქუჩასა და 9 აპრილის ბაღში ამოქმედდა. სამი კვირის განმავლობაში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ყოველდღიურად მოესმინათ სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლებისთვის, ბენდებისა და ანსამბლებისთვის. სამი სცენიდან ერთ-ერთი ეთმობოდა საბავშვო სტუდიებს. „საახალწლო სოფლის“ ტერიტორიაზე განთავსებული იყო მრავალფეროვანი დეკორაციები და ინსტალაციები, თოვლის ბაბუას სახლი, საშობაო ბაზრობა, კვების ობიექტები, ფოტოზონა და საბავშვო სივრცე ჯადოსნური შოუებისთვის, სადაც სხვადასხვა გასართობი აქტივობები და წარმოდგენები იმართებოდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში..  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics