|
2023-01-10 12:43:59, 881 ნახვა
პოლიტიკა
გთხოვთ, მიიღოთ ზომები სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად - სამხედროების წერილი ბაიდენს
სამხედრო ვეტერანები და საქართველოს უსაფრთხოების უწყებების ყოფილი წარმომადგენლები აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წერილით მიმართავენ და მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად, შესაბამისი ზომების მიღებას სთხოვენ. წერილს, რომელსაც 200-ზე მეტი სამხედრო აწერს ნათქვამია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საშინელ პირობებში იმყოფება და მოკლებულია სამედიცინო დახმარებას, რაც ზრდის ნაადრევი სიკვდილის ალბათობას. "პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დემოკრატიულად და მშვიდობიანი გზით გადასცა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები მის მემკვიდრეს. თუმცა, საქართველოს ახალი მთავრობა შეუერთდა რუსეთს და დაიწყო ძირითადი სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს პოლიტიზირების კამპანია. ბევრი დაიბარეს დაკითხვაზე და აიძულეს ჩვენების მიცემა იმის თაობაზე, რომ სააკაშვილმა წამოიწყო არაპროვოცირებული თავდასხმა რუსეთზე. ჩვენმა უმეტესობამ ვერ გააგრძელა მსახურება ამჟამინდელი ხელისუფლების რიტორიკის გამო. მიხეილ სააკაშვილი ერთადერთი პოლიტიკური ლიდერია, რომელმაც 2008 წელს იწინასწარმეტყველა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ვინაიდან უკრაინის გამარჯვება ნიშნავს დასავლური ღირებულებებისა და დემოკრატიის ტრიუმფს დიქტატურაზე და ტერორზე მსოფლიოში, სააკაშვილის სიკვდილი კატასტროფას და სასოწარკვეთას გამოიწვევს მათთვის, ვისაც სჯერა აშშ-ისა და ევროკავშირის ინსტიტუტების. მას აშკარად აღენიშნება წამებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ნიშნები, მათ შორის შესაძლო მოწამვლა. როგორც ქართული, ისე რუსული ტელევიზიები ღიად დასცინიან ყოფილ პრეზიდენტს ცრუ ბრალდებებისა და დამუშავებული ვიდეოების გამოყენებით. ეს საშინელი ქმედებები განხორციელდა მთავრობის მიერ, რომელიც ცდილობდა მის დისკრედიტაციას, რათა მოეპოვებინა პრეზიდენტ პუტინის კეთილგანწყობა. სააკაშვილი საშინელ პირობებში იმყოფება და მოკლებულია სამედიცინო დახმარებას, რაც ზრდის ნაადრევი სიკვდილის ალბათობას. საქართველოს მთავრობა უგულებელყოფს ევროპული საზოგადოების მოწოდებებს, სასწრაფოდ გაათავისუფლონ ის და გაუწიონ საჭირო სამედიცინო დახმარება. გთხოვთ, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოაქციოთ ყოფილი პრეზიდენტის ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობის გაუარესება და მიიღოთ ყველა შესაძლო ზომა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად", - აღნიშნულია წერილში. გამოყენებულია "მთავარი არხის" თარგმანი.
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)