|
2023-01-09 22:12:19, 1781 ნახვა
სხვადასხვა
თბილისის მერია - კრწანისის რაიონში, აფხაზეთის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება
კრწანისის რაიონში, აფხაზეთის ქუჩაზე წყალარინების ქსელის მოწყობის გამო, 10 იანვრიდან 10 მაისის ჩათვლით, საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება. შეზღუდვა აფხაზეთის პირველ და მეორე ჩიხს, ასევე, აფხაზეთის ქუჩას (ცოტნე დადიანის ქუჩიდან აფხაზეთის მესამე ჩიხამდე არსებული საგზაო მონაკვეთი) შეეხება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. სამუშაოების განმავლობაში, ავტომობილები აფხაზეთის ქუჩიდან გადაადგილებას შეძლებენ გაგრის, ილორის, ხვიტიასა და ცოტნე დადიანის პირველი გასასვლელის მიმართულებით. მოძრაობა ასევე, დასაშვები იქნება ერეკლეს, თამარ მეფის, გულბაანის, სოხუმის, პატარაიასა და დავით აღმაშენებლის ქუჩების გამოყენებით. ანალოგიური მარშრუტი იმოქმედებს უკუმიმერთულებით გადაადგილებისას. დროის აღნიშნულ პერიოდში, მიკროავტობუსი N412 რუსთავის გზატკეცილიდან (ქვემო ფონიჭალა, კორპუსი N19-ის მიმდებარედ) აფხაზეთის ქუჩამდე (აფხაზეთის III ჩიხი გადაკვეთა) იმოძრავებს. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსი მგზავრებს ანალოგიური მარშრუტით მოემსახურება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)