16:54 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-09 15:17:45, 966 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - სააკაშვილი თავად იმსახურებს ნებისმიერ სიაში მოხვედრას, რომელიც გააერთიანებს ადამიანებს, ვინც წამებაში მონაწილეობდა

სააკაშვილი თავად იმსახურებს ნებისმიერი სახის სიაში მოხვედრას, რომელიც იმ ადამიანებს გააერთიანებს, ვინც მიიღო მონაწილეობა წამებაში, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი, მაგნიტსკის ახალი სიის შექმნასთან დაკავშირებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და „მაგნიტსკის სიის“ ავტორის, ბილ ბროუდერის განცხადებებს.

ვოლსკის თქმით, ექსპრეზიდენტს, რომელიც სადისტური მმართველობის ავტორია, უტოლებენ ადამიანს,[სერგეი მაგნიტსკის] რომელიც "რეჟიმმა მართლა აწამა".

"პირველი რაც მინდა ვთქვა - სააკაშვილი, ასეთი უსაზღვრო მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული, თავად იმსახურებს ნებისმიერი სახის სიაში მოხვედრას, რომელიც იმ ადამიანებს გააერთიანებს, ვინც მიიღო მონაწილეობა წამებაში, ადამიანის უფლებების დარღვევაში, მათ შორის მძიმე დარღვევაში, მათ შორის მოკვდინებაში... ანუ სააკაშვილი - სადისტური მმართველობის ავტორი, სისტემური დანაშაულებრივი მმართველობის ავტორი - გაუტოლეს ადამიანს, რომელიც ნამდვილად ეწამა და რომელმაც სიცოცხლე დაკარგა რეჟიმთან ბრძოლაში", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ბილ ბროუდერს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში დახმარებისთვის გუშინ მიმართა. ექსპრეზიდენტმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდება, "ადგილობრივი ოლიგარქიული ნაძირლები" კი, ამას "უბრალოდ დასცინიან".

მესამე პრეზიდენტის მიმართვას ბილ ბროუდერის პასუხი მოჰყვა. ბროუდერი სააკაშვილს სთხოვს, რომ მისმა გუნდმა მოწამვლასა და წამებაზე პასუხისმგებელ პირებთან დაკავშირებით დოკუმენტაცია მოამზადოს.

“მიხეილ, გთხოვთ, თქვენმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, რომელშიც ეწერება, ვინ აფერხებს სამედიცინო მკურნალობას, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლაზე, ვინ არის პასუხისმგებელი წამებაზე და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დასავლეთის მთავრობებმა მაგნიტსკის სანქციებისთვის ამას ყურადღება მიაქციონ”, - დაწერა ბროუდერმა Twitter-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics