2023-01-09 14:34:28, 1413 ნახვა
საზოგადოება
მოსკოვში, რესტორან „თბილისოში“ 50 წლის ქართველი შეფ-მზარეული მოკლეს
მოსკოვის ოლქში, მითიშჩიში, რესტორან „თბილისოში“ ჭურჭლის მრეცხავმა ქალმა 50 წლის ქართველი შეფ-მზარეული მოკლა.
შემთხვევა 4 იანვარს, დაახლოებით 16 საათზე მოხდა, როდესაც რესტორნის დარბაზში მხოლოდ ერთი სტუმარი იმყოფებოდა. რაც შეეხება მოკლულ მზარეულს, ის 36 წლის ტაჯიკ ქალთან ერთად სამზარეულოში იყო.
როგორც რუსული მედია წერს, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება და შეფ-მზარეულის მხრიდან გაკეთებული ხუმრობა უძღოდა.
მოსკოვის რეგიონის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,