12:51 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-09 14:15:42, 1328 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - სავალუტო ბუფერები კვლავ იზრდება

2022 წელი, წმინდა სავალუტო შემოდინებების კუთხით ძლიერი იყო. იანვარ-ნოემბერში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, სავალუტო აუქციონებითა და აუქციონების გარეშე, თითქმის 500 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. ამასთან, მიგრანტების დეპოზიტების გარეშეც, საბანკო სისტემაში პრაქტიკულად ამდენივე უცხოური ვალუტის ლიკვიდობა დაგროვდა, რაც ისტორიულად ლარის კურსისათვის ნეგატიური იყო. თუმცა, ამჯერად, შემოდინებები იმდენად ძლიერია, რომ ამ მნიშვნელოვანმა ფაქტორმა კურსის დინამიკაზე ვერ იმოქმედა.

აღნიშნული ტენდენციის მიუხედავად, „თიბისი კაპიტალი“ ინარჩუნებს შეფასებას, რომ მანამ, სანამ საერთაშორისო მასშტაბით, აშშ დოლარის შემდგომ დასუსტებას არ ვიხილავთ, სადღეისოდ ლარი თავის მაქსიმუმზეა. ამ მხრივ, არგუმენტები ინფლაციის დინამიკა და ძირითადი ეკონომიკური პარტნიორების ვალუტების მიმართ ლარის საშუალო კურსია. კერძოდ, „თიბისი კაპიტალის“ მოლოდინების შესაბამისად, დეკემბერში ყოველთვიური 0.3%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა, რაც სეზონური შესწორების გათვალისწინებით, ფასების საერთო დონის 0.7%-იანი კლების ტოლფასია. მართალია, წლიური ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალია და 9.8%-ს შეადგენს, თუმცა ყოველთვიურ მაჩვენებლებში ნორმალიზება აშკარაა. ლარის საშუალო კურსის კუთხით კი, ფაქტობრივი მაჩვენებელი, გრძელვადიან შეფასებასთან შედარებით, მცირედით, მაგრამ მაინც უფრო გამყარებულია.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სელფი მობაილი შრომისა და ღირსეული სამუშაოს სამოქმედო პლატფორმის თანათავმჯდომარეა
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics